ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებსი მეორე რაუნდის შემდეგ "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიციისა და მთავრობის პოზიციები კვლავ შორსსა ერთმანეთისგან და ოპოზიცია მტკიცედ მოითხოვს არჩევნების ხელახლა ჩატარებას.
"საუბარი იყო ისევ კონსტრუქციული თუმდა ჯერჯერეობით პოზიციები ოპოზიციისა და ხელისუფლების არის ისევ შორის ამიტომ რამე კონკრეტულ მიმართულებაზე საუბარი რომ აი, ამ მიმართულებით დავიძარით წინ და რაღაც შეთანხმება შეიძლება შედგეს ჯერჯერობით ნაადრევია. მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება არია ხელახალი არჩევნების საკითხი. ეს არის პრინციპული პოზიცია ოპოზიციის მთელი სუბარი მიდის ამის გარშემო. იყო კამათი იყო არგუმენტები ორივე მხრიდან, რა ტიპის კამათი იყო ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თითონ ის ფაქტი რომ სახელმწიფო მდივანი თუნდაც წარმავალი ადმინისტრაციის ჩამოდის საქართველოში ეს არის ძალიან მნᲘშვნელოვანი, რადგან ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ნოემბერს ამერიკის ელჩის რეზიდენაციაში, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკებები გაიმართა. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ ოპოზიცია პოზიციას არ ცვლის, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობას.