დღეს, 25 ოქტომბერს, ცხინვალში რუსეთის კულტურის სამინისტრო ე. წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებას გააფორმებს.
შეთანხმებას სეპარატისტული მთავრობის კულტურის მინისტრი მახარ კოკოევი რუსეთის კულტურის მინისტრის მრჩეველი ლევ ძუგაევი მოაწერენ ხელს.
დოკუმენტი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისტორიისა და კულტურის ძეგლების სახელმწიფო დაცვის, პოპულარიზაციის, შენარჩუნებისა და შესწავლის სფეროში.
რუსეთის კულტურის სამინისტროს დელეგაცია ცხინვალში 23 ოქტომბერს ჩავიდა.