ორ დღის განმავლობაში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთი ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ოსური მხარე, ამის მიზეზად ელექტროგადამცემ ხაზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.
"ელექტროენერგია 23 და 24 ოქტომბერს გაითიშება. სამხრეთ ოსეთში მაღაზიების მფლობელები დიზელის გენერატორებით ისარგებლებენ, ოფისები და სამედიცინო დაწესებულებები კი ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროებით მომარაგდებიან", _ აცხადებს "ენერგორესურსი - "იუჟნაია ოსეტიას" გენდირექტორი ალან გაბარაევი.
მასალის გამოყენების პირობები