27-29 ოქტომბერს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი ტექნიკურ წვრთნებს გამართავს.
ამის შესახე ინფორმაციას "აპსნიპრესი" აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელზე, გენშტაბის უფროსზე ასლან ანქვაბზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, წვრთნების "საზღვაო დესანტის მიერ მოწინააღმდეგის განადგურება" წარმოადგენს, რომელშიც მონაწილეობას აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს მეორე ბატალიონის მეორე შენაერთის საზღვაო ქვეითები, არტილერია და ავიაცია მიიღებს.
29 ოქტომბერს წვრთნები საბრძოლო სროლებით დაიხურება, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება.