პერევიდან რუსული ჯარის გაყვანის გამო ოსი სეპარატისტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ მართალია პერევი არ შედის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში, მაგრამ რუს სამხედროთა იქიდან გასვლით სოფლები დიდი და პატარა ქარძმანი საქართველოს ხელისუფლების განკარგულებაში რჩება.
"სინაგურიდან ქარძმანში ჩასვლა მხოლოდ პერევის გალითაა შესაძლებელი. ქარძმანისკენ მიმავალი გზა კი ჯერ კიდევ 2008 წლიდან შენდებოდა. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ სინაგურიდან ქარძმანისკენ მიმავალი გზა აშენებულია, სინამდვილეში კი ეს გზა არ არსებობს. ამიტომაც ზამთარში ქარძმანის მაცხოვრებლები სამხრეთ ოსეთიდან მოწყვეტილნი იქნებიან", _ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
როგორც ჩოჩიევი აცხადებს, ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობა იმ სტრუქტურებს ენიჭებათ, რომლებსაც შემოვლითი გზა უნდა აეშენებინათ.
"მათ ჩვენი და მოსკოვის დეზინფორმაცია მოახდინეს", _ აცხადებს ჩოჩიევი.