25 ოქტომბერს ცხინვალში რუსეთის კულტურის სამინისტრო ე. წ. სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებას გააფორმებს. შეთანხმების გასაფორმებლად ე. წ. სამხრეთ ოსეთში რუსული დელეგაცია 23 ოქტომბერს ჩავა.
"სამხრეთ ოსეთის კულტურის მინისტრი მახარ კოკოევი და რუსეთის კულტურის მინისტრის მრჩეველი ლევ ძუგაევი ისტორიისა და კულტურის ძეგლების სახელმწიფო დაცვის, პოპულარიზაციის, შენარჩუნებისა და შესწავლის სფეროში ხელშეკრულებას გააფორმებენ", _ იუწყება ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.