ხვალ, 23 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში ლადო ათანელის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის სახელმწიფო კაპელა და სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით. რეპერტუარში მსოფლიო ოპერის ცნობილი არიებია შესული, რომელსაც ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული მარიამ ტურაშვილი შეასრულებს.
შავი ზღვის ვერდისეული ბარიტონი ლადო ათანელი თავისივე სახელობის საქველმოქმედო ფონდ "თანადგომაში" შესული თანხით ორი ახალგაზრდა ბათუმელი საოპერო მომღერლის, ირაკლი კახიძისა და სულხან ჯაიანის საზღვარგარეთ სწავლას დააფინანსებს.