დღეს თელავის რაიონის სოფელ აკურაში რეჟისორ ზაზა კოლელიშვილის ფილმის "გარიგება 2"-ის გადაღებები დაიწყო.
რადიო "ჰერეთთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ზაზა კოლელიშვილი ამბობს, რომ დღევანდელობის გათვალისწინებით ფილმში ძველ გმირებთან ერთად რამდენიმე ახალი პერსონაჟი გამოჩნდება.
"ახლა გადაღებები სოფლის ბირჟაზე ხდება, შემდეგ კლუბში გადაინაცვლებს, ბოლოს კი სიუჯეტი მიხოსა და მაროს სახლში ვითარდება. ფილმის ხანგძლივობა დაახლოებით 1 საათი და 25 წუთი იქნება",- აღნიშნა ფილმის რეჟისორმა.
ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება.
აკურაში "გარიგება 2"-ის გადაღებები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.