ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის საიტმა (iffhs.de) ათწლეულის 150 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა.
გამოკითხვის შედეგად XXI საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად ლონდონის "არსენალის" ფრანგი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დაასახელეს.
150 საუკეთესო მწვრთნელს შორის 139-ე ადგილზეა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
საუკეთესო მწვრთნელებს შორის მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, შოტლანდიელი ალექს ფარგიუსონი გავიდა.
სამეულს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჯოზე მაურინიო ამთავრებს.
ეს არის გამოკითხვების შედეგად მოყვანილი სია და ტიტულების თვლის პრინციპი არ მოქმედებს.
საუკეთესო მწვრთნელების ათეული შემდეგია:
1. არსენ ვენგერი საფრანგეთი 142
2. ალექს ფერგიუსონი შოტლანდია 133
3. ჟოზე მოურინიო პორტუგალია 115
4. გუს ჰიდინკი ჰოლანდია 112
5. ფაბიო კაპელო იტალია 106
6. ლუიშ ფელიპე სკოლარი ბრაზილია 101
7. რაფა ბენიტესი ესპანეთი 97
8. კარლო ანჩელოტი იტალია 92
9. მარჩელო ლიპი იტალია 88
10. მარსელო ბიელსა არგენტინა 86