ლიმონს რომ გაწურავ და მერე გადააგდებ, ასე გამოიყენებს ახლა ივანიშვილი ეკლესიას, - ამის შესახებ მეუფე პეტრემ გადაცემაში "რეაქცია" ბიძინა ივანიშვილისა და ეკლესიის წინასაარჩევნო ურთიერთობის თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გამოთქმა წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა, ორივე მხრიდან გამართლებულია.
"ეკლესიის მხრიდან წყალწაღებული, რომელიც ხავსს ეკიდება - არსებულ ხელისუფლებას. ხელისუფლების მხრიდან ასევე წყალწაღებულობა, რომელიც ეკლესიას ეკიდება. ბევრი პრობლემაა ეკლესიაში დაგროვილი. ციანიდის საქმემ უფრო მაღალ ფაზაში შეიყვანა ხელისუფლებისა და ეკლესიის ბინძური ურთიერთობა", - თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.