22-იდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ქართული მოდის კვირეული გაიმართება. ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები 3 სივრცეში ჩაივლის. რუსთაველის თეატრის მცირე, სამეჯლისო და საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზებში.
22 ოქტომბერს მოდის კვირეული ავთო ცქვიტინიძის ჩვენებით გაიხსნება, ჩვენებისთვის განსაკუთრებული ადგილია შერჩეული.
Gეორგიან Fასჰიონ ჭეეკ-ში 3 ცნობილი უცხოელი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. მათი ჩვენებები საჯარო ბიბლიოთეკაში გაიმართება.