22 ოქტომბერს თბილისში, "თბილისი მარიოტის" ეზოში, წარმოდგენილი იქნება გამოფენა "აკაკიდან კაკი წერეთელამდე".
გამოფენა, რომელიც 17 ოქტომბერს საჩხერის კულტურის სახლში გაიხსნა, ბილაინის, პე-ეს-პეს და სავაჭრო სახლ "ქარვასლას" მხარდაჭერით ტარდება.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენლი იქნება 60-მდე მასშტაბური ზომის უნიკალური ფოტო, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებმა სხვადასხვა კერძო კოლექციიდან და მუზეუმებიდან მოიპოვეს.
გამოფენა შემდეგ სავაჭრო ცენტრის "ქარვასლას" საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლებს. ამის შემდეგ მას ჩაიტანენ თელავში, ბათუმში, ხოლო საზეიმო დახურვა წინანდალში მოეწყობა.
"ჩვენი კვლევის ობიექტს წარმოადგენს იმერეთის ერთ-ერთი უწარჩინებულესი გვარი _ წერეთელი. წერეთლები აქტიურად მოღვაწეობდნენ როგორც დიპლომატიურ, ასევე რელიგიურ სფეროში. განსაკუთრებული დიპლომატიისა და ქველმოქმედების უნარით გამოირჩეოდნენ წერეთლის ქალები", - განაცხადა პროექტის ორგანიზატორმა ირინა აბჟანდაძემ.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის დაფინანსებით.