"გაეროს გენერალური ასამბლეა იმ საქმეში ერევა, რაც მათ არ ეხება. ქართული მხარის წარმოდგენილი რეზოლუცია მიღებულია, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შემუშავებული პროექტები კი მხოლოდ კონტროლზე აყვანილი", _ ეს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებზე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა ცხინვალში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა გაეროს გენერალურ ასამბლეას შევთავაზეთ, რეზოლუციები სამხრეთ ოსეთის მხარის მონაწილეობით მიიღოს. მან კი მიიღო ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია ყველა დევნილის ცხინვალის რეგიონში დაბრუნების შესახებ", _ აცხადებს ჩოჩიევი.
მისი თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდიდან, ე. წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია აფრთხილებდა გაეროს გენერალურ ასამბლეას, რომ ნუ ჩაერევა იმ საკითხებში, რომლებიც "სარკოზი-მედვედევის" გეგმის მიხედვით ჟენევის დისკუსიებს საერთოდ არ ეხება.
"ეს უკვე მესამე რეზოლუციაა, რომელიც ჩვენი მონაწილეობის გარეშე მიიღეს. შევთავაზეთ, ქართული მხარის გარდა, ჩვენც დავეპატიჟებინეთ. ამის მიუხედავად, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ შემუშავებული პროექტები მხოლოდ კონტროლზეა აყვანილი და სხვა არაფერი", _ აცხადებს ჩოჩიევი.