ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარებს გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მხრიდან სულ უფრო და უფრო ხშირად უჭირავთ საქართველოს პოზიცია. ეს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებებზე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბორის ჩოჩიევმა დღეს ცხინვალში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მხრიდან სულ უფრო ღიად უჭირავთ ქართული მხარის პოზიცია. დევნილების პრობლემაზე საქართველო აგრძელებს დიდი პოლიტიკის კეთებას. სამხრეთ ოსურ დელეგაციაზე ასევე სცადეს ზეწოლა აშშ-ის წარმომადგენლებმაც", _ განაცხადა ჩოჩიევმა.
მისი თქმით, ე. წ. სამხრეთ ოსურმა დელეგაციამ ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო, რომ "ქართული მხარე ამ საკითხის პოლიტიზებას" ახდენს.
"ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გარეშე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტაზე საუბარიც კი არ შეიძლება. მით უფრო დევნილთა დაბრუნების სამ პრინციპზე (ნებაყოფლობით, ღირსეულად და უსაფრთხოდ) საუბარი უბრალოდ ალოგიკურია", _ აცხადებს ჩოჩიევი და დასძენს.