მოსკოვის ნეკრასოვის სახელობის ცენტრალურმა უნივერსალურმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ აქცია "კულტურა საზღვრების გარეშე" ფარგლებში სეპარატისტული აფხაზეთის პაპასკირის სახელობის ე.წ. ეროვნულ ბიბლიოთეკას 13 000 სხვა და სხვა წიგნი აჩუქა. წიგნებს შორის არის სასკოლო, სასწავლო, სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურა.
აფხაზეთის ე.წ. ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორის ბორის ჩოლარიას თქმით, ნაჩუქარ წიგნებს შორის 606 ახალი დასახელების წიგნია. მისივე თქმით, ამ წიგნებს ბიბლიოთეკა აფხაზეთის სხვა და სხვა ბიბლიოთეკებში გადაანაწილებენ.
ამას გარდა, მოსკოვის ნეკრასოვის სახელობის ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა სოხუმში ბიბლიოთეკარების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ჩაატარეს.