ოს სეპარატისტთა ლიდერმა თავის მარიონეტულ მთავრობაში ახალი დანიშვნები განახორციელა. კერძოდ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით ედუარდ კოკოითმა ე.წ. იუსტიციის მინისტრად თამაზ დოზუგოვი დანიშნა, ხოლო ე.წ. ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კონსტანტინე კოლიევი.
ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. აპარატის ხელმძღვანელმა არსენ გაგლოევმა ე.წ. იუსტიციის მინისტრის წარდგენისას განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა ე.წ. სამხრეთ ოსეთში შედგენის სტადიაში იმყოფება, ხოლო ასეთ ეტაპზე პრობლემები ყოველთვის ბევრია", _ განაცხადა გაგლოევმა.
ე.წ. იუსტიციის მინისტრის წარდგენისას კი გაგლოევმა განაცხადა, რომ ე.წ. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ბევრო პრობლემაა.
"იმ ადამიანებმა, რომლებიც იქ მუშაობდნენ ჩვენი ნდობა ვერ გაამართლეს. თქვენ კი ახლა სერიოზული სამუშაო გელით", _ განაცხადა გაგლოევმა.