დღეს, 21 ოქტომბერს, რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტში სეპარატისტული აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის არსებულ და სამომავლო ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლეონიდ სლუცკმა განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება და მასში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და ეკონომიკის სამინისტროს სამინისტროს წარმომადგენლები მიიღბენ.
"საქმე ეხება ხელშეკრულების რატიფიცირებას, რომელიც მოსკოვსა და სოხუმს შორის ინვესტიციის დაცვის საკითხებს გულისხმობს", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ხელშეკრულების მიზანია ინვესტორებისთვის შეიქმნას გრძელვადიანი, სტაბილური და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა მსგავსი ხელშეკრულება ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმთან 15 ოქტომბერს უკვე გააფორმა.