საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანით ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი უკმაყოფილოა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "რესი" ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერის ედუარდ კოკითის ე.წ რწმუნებულის პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ჩოჩიევმა აღნიშნა, მან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებზე დაფიქსირა, რომ უკმაყოფილოა პერევიდან რუსი ჯარისკაცების გაყვანით, თუმცა მოლაპარაკებისსას სხდომის სხვა თანათავმჯდომარეები რუსეთის ამ გადაწვეტილებას მიესალმნენ.
ჩოჩიევის შეფასებით, პერევიდან საგუშაგოს გადატანა ნაადრევი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პერევი სამხრეთ ოსეთის შემადგელობაში არ შედის.
"პერევიდან სოფელ ქარძმანში საგუშაგოს გადატანით დიდი და პატარა ლიახვის ხეობა ე.წ. სამხრეთ ოსეთს მოწყვეტილი რჩება და იგი საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ ექცევა. ჩვენ ვიცოდით, რომ რუსი ჯარისკაცების გაყვანასთან დაკავშირებით განაცხადება ჟენევაში გაკეთდებოდა, მაგრამ ვცდილობდით, Mმათ ეს ნაბიჯი მაშინ გადაედგათ, როდესაც სოფელ ხეთაგურიდან ქარძმანში შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდებოდა. ეს გზა მარტამდე არ იქნება. ქარძმანი ჩვენიდან მოწყვეტილი რჩება. სოფლის მოსახლეობას მოუწევს თბილისში სიარული იმისთვის, რომ შიმშილით არ დაიხოცონ", - აღნიშნა ჩოჩიევმა.