ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი განგვიზრახავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ RTVI-ის წამყვანთან, თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა აღდგება, დალაგდება. ვხედავთ, რომ გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. მართალია, ჯერჯერობით პატარა პარტიებია მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული ახლობლობა, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა. პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ნორმალურ რელსებზე დაბრუნებას ხელი შეუშალონ, გაწბილებულები დარჩებიან", - თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, ამჟამად, საქართველოს მოქალქეებს რუსეთის ვიზის მიღება მარტივად არ შეუძლიათ, თუმცა ვიზის გაცემის შემთხვევების ჩამონათვალი გაფართოებულია.
მისივე თქმით, გასულ წელს მოსკოვი და თბილისი ახლოს იყვნენ უვიზო რეჟიმის შემოღებასთან, თუმცა "ამას ხელი სერგეი გავრილოვთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეუშალა".
ლავროვს მიაჩნია, რომ საქართველოს უკრაინის მსგავსად იყენებენ, აძლევენ მოკლევადიან კრედიტებს , რაშიც მსოფლიო სავალუტო ბანკი დიდი როლს ასრულებს.
"ჩვენ არანაიარი მიზეზი არ გავქვს იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს. ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი განგვიზრახავს. ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს. როგორ იმყოფებოდნენ იქ ამერიკელი ინსტრუქტორები და წვრთნიდნენ ქართულ არმიას. ამერიკელებმა მშვენივრად იცოდნენ - მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობის შესახებ, რომელმაც გათელა ყველა შეთანხმება და გასცა დანაშაულებრივი ბრძანება აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის გაჩაღებისა", - აღნიშნა ოკუპანტმა ლავროვმა.
"მას შემდეგ, რაც დასრულდა ხუთდღიანი მშვიდობის იძულების სამხედრო ოპერაცია. ევროკავშირმა ექსპრტთა ჯგუფს შეუკვეთა სპეციალური მოხსენება, რომლისთვისაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი მიიწვიეს. ის მინსკის პროცესით იყო დაკავებული, თუმცა მაშინ სთხოვეს, ექსპერტების ჯგუფისთვის ეხელმძვანელა, მათ გამოიძიეს 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის დაწყების გენეზისი. დასკვნა ერთმნიშვნელოვანი იყო. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა და ყველა სხვა საბაბი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდა - ის, რომ ვიღაცამ მისი პროვოცირება მოახდინა, ის, რომ მას ვიღაც გვირაბის ბოლოს ელოდებოდა, ეს ყველაფერი ეშმაკისაა", - განაცხადა ლავროვმა.