კომპანია ნოვას ბათუმის მეგაცენტრმა მუშაობა განაახლა. მეგაცენტრი მუშაობს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული რეგულაციების და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით.
COVID-19-ის დადასტურების გამო ბათუმში მდებარე ნოვას მეგაცენტრმა მუშაობა 9 სექტემბერს შეაჩერა. კომპანის "ნოვას" ინფორმაციით, ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა ობიექტის დახურვა, თანამშრომლების ინფორმირება და თვითიზოლაციის რეჟიმში გადაყვანა.
როგორც ცნობილია ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე მეგაცენტრში, თანამშრომლის ვირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. ფაქტის დადასტურებისთანავე მოხდა ობიექტის დახურვა, თანამშრომლების ინფორმირება და თვითიზოლაციის რეჟიმში გადაყვანა.
დაინფიცირებული თანამშრომელი 6 სექტემბრის შემდეგ სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ 6 საათის განმავლობაში, რა დროსაც დაცული და გაკონტროლებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, კოვიდ-19-ის პირობებში, თანამშრომელთათვის დადგენილი რეგულაციები, რაც პრაქტიკულად ინფექციის გავრცელების რისკს მინიმუმამდე ამცირებს.