გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამას თამაზ ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თამაზ ხომასურიძე სამართალდამცავებმა გუშინ, 11 სექტემბერს დააკავეს.
პროკურატურა დაკავებულს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის მოწმეებზე მუქარას, მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება.
თამაზ ხომასურიძეს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 3691-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 370-ე მუხლის მეორე, მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.