ქუთაისში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ადასტურებს იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.
გავრცელებული ცნობით, რვა ახალი ინფიცირებული ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგების ახლობლები და ნათესავები არიან.
შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ქუთაისის ცენტრში დამონტაჟდა კარავი, სადაც მოქალაქეები PCR ტესტირების ჩატარებას უფასოდ შეძლებენ.