დღეს, 21 ოქტომბერს, 12:00 საათზე, გორში მინიფეხბურთის ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართება.
ჩემპიონატი საქართველოს პროკურატურის ინიციატივით გაიმართა. 2 კვირის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გორის საჯარო სკოლების მოსწავლეების, პროკურატურის, პოლიციის, პატრულის, პრობაციის სამსახურის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომელთა გუნდები.
ტურნირის ფინალურ მატჩში გორის # 10 საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივი პოლიციის გუნდს შეხვდებიან. მატჩის დამთავრების შემდეგ ჩემპიონებს სპეციალური პრიზები და სიგელები გადაეცემათ.
სპორტული ღონისძიება არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს პროკურატურამ, დევიზით "ახალგაზრდობა უდანაკარგოდ", თებერვალში გამოაცხადა.