აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთში დასასველებლად რუსეთის რეგიონებიდან ის მაშველები და მეხანძრეები დაპატიჟეს, ვინც რამდენიმე ხნის წინ რუსეთის ტყეებში გაჩენილ ხანძარს აქრობდა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთში დღეს 40 რუსი მაშველი და მეხანძრე ჩავიდა. მათ თან ახლავთ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს წარმომადგენლები.
"რეაბილიტაციისთვის მეხანძრეები და მაშველები აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა სამმართველომ დაპატიჟა. 10 დღის განმავლობაში ისინი ბიჭვინთაში დაისვენებენ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზეთში დასასვენებლად ჩასული რუსი მეხანძრეებისა და მაშველებისთვის სეპარატისტებმა გასართობი პროგრამაც შეიმუშავეს. გეგმაში ექსკურსიები და აფხაზეთის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც შედის.