საქართველოში გამოვლენილი COVID-19-ი 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება, აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.
მისივე თქმით, ახალი შემთხვევებიდან 18 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, რვის წყარო ამ ეტაპზე უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
„დღევანდელი მონაცემებით, 57 ახალი შემთხვევა გვაქვს. 57-დან ხუთის წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის წყარო ქალაქი ბათუმია, 18 პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ოთხი პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, სამი პაციენტი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ხუთი სამედიცინო პერსონალია, რვა პაციენტზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 57-დან 25 პაციენტის წყარო აჭარაა, პირდაპირი, თუ არაპირდაპირი კონტაქტებით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.