საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახმა წერილი მიიღო.
წერილი ოჯახს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ დღეს გადასცა.
"როგორ ხარ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე. უთხარი მამიკოს უყვარხართქო. დედა, მამა, დათო როგორ არიან. ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. მე ჯერ ვერ მომირჩა, მალე მომირჩება ალბათ და გავივლი. ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება...“ - წერია გახელაძის 8 წერილში.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ ზაზა გახელაძე ცხინვალის იზოლატორში გუშინ, 8 სექტემბერს ლამის ორთვიანი ლოდინის შემდეგ მოინახულა.
11 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე დაჭრეს და გაიტაცეს. ზაზა გახელაძე კვლავ საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.