9 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0975 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0890 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.85 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6420 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6429 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.09 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4135 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.0044 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 სექტემბრიდან შევა ძალაში.