საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები "ფიფა კოკა-კოლას" ოქტომბრის მსოფლიო რეიტინგში 75-ე ადგილზეა.
საქართველომ წინა რეიტინგთან შედარებით 14 ადგილით წინ წაიწია. 2007 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი საუკეთესოა.
მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო ნაკრები ესპანეთია. მის შემდეგ ჰოლანდია მოდის. მესამე ადგილი ბრაზილიას დაუთმო გერმანიამ და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
ევროპოს 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი ხორვატიას აქვს, რომელიც მე-9 ადგილზე იმყოფება მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს შორის. საბერძნეთი მეთორმეტეა, ისრაელი, რომელმაც ერთბაშად 20 ადგილით დაიხია უკან _ 56-ე. სამი პოზიციით გვისწრებს ლატვია, ხოლო მალტას 93 პოზიციით ვუსწრებთ.
შემდეგი რეიტინგი 17 ნოემბერს გამოქვეყნდება.
საუკეთესო ოცეულისა და ჩვენს ჯგუფში მყოფი ნაკრებების რეიტინგი ასეთია:
1(1). ესპანეთი - 1881
2(2). ჰოლანდია - 1683
3(4). ბრაზილია - 1493
4(3). გერმანია - 1481
5(5). არგენტინა - 1320
6(6). ინგლისი - 1205
7(7). ურუგვაი - 1167
8(8). პორტუგალია - 1123
9(11). ხორვატია - 1086
10(25). რუსეთი - 1061
11(9). ეგვიპტე - 1034
12(12). საბერძნეთი - 1026
13(14). ნორვეგია - 989
14(10). ჩილე - 931
15(19). სლოვენია - 926
16(13). იტალია - 901
17(20). განა - 891
18(27). საფრანგეთი - 888
19(23). კოტ დივუარი - 871
20(16). სლოვაკეთი - 865
56(36). ისრაელი - 535
72(68). ლატვია - 448
75(89). საქართველო - 431
168(150). მალტა - 76