ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში, საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა ინგლისელ თანატოლებთან ფრედ, ანგარიშით 1-1 ითამაშა.
მატჩში ანგარიში ინგლისელმა ჰოუპმა მე-9 წუთზე გახსნა, ქართველმა არაბულმა კი 63-ე წუთზე გაათანაბრა (ცნობისათვის: ეს მიმდინარე ტურნირზე არაბულის მეორე გოლია- მან გამარჯვების გოლი წინა თამაშში პოლონეთს გაუტანა).
შეგახსენებთ, რომ პირველი ტურის შეხვედრაში ქართველებმა პოლონელები დაამარცხეს 2:1, ინგლისმა კი შვედეთს 3:0 მოუგო.
ორი ტურის შემდეგ საქართველო და ინგლისი ჯგუფში 4-4 ქულით ლიდერობენ, 1-1 ქულა აქვთ შვედეთსა და პოლონეთს. მეორე შეხვედრაში, მიხეილ მესხის სტადიონზე, პოლონეთმა და შვედმა 17-წლამდელებმა ასევე ფრედ, 0-0 ითამაშეს.
ცნობისათვის ჯგუფიდან პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გადიან, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, კიდევ ერთ შესარჩევ ეტაპს ითამაშებენ.