გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა.
მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ბავშვი სავარაუდოდ მძღოლის გვერდზე იჯდა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.