აფხაზეთი სამხედრო დოქტრინას ამზადებს. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სეპარატისტთა ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად აფხაზეთსა და რუსეთის გენშტაბს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს აფხაზეთისათვის სამხედრო კადრების მომზადების საკითხში.
"აფხაზეთი სამხედრო დოქტრინას ამზადებს, რომელშიც განსაზღვრული იქნება ამ სფეროში ჩვენი და რუსეთის მომავალი თანამშრომლობის ასპექტები", _ განაცხადა ბაღაფშმა.
მისი თქმით, აფხაზური უნდა იყოს არამრავალრიცხოვანი მაგრამ კვალიფიცირებული და მისი ძირითადი ბირთვი რეზერვისტები უნდა იყვნენ.
"არავითარი აუცილებლობა იმისა, რომ 20 ათასიანი არმია შევინახოთ არ არსებობს. ჩვენი მიზანი - მობილური და ბრძოლისუნარიანი არმიის მშენებლობაა", _ განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
მასალის გამოყენების პირობები