26 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0804 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.0778 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6389 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6429 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.40 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4194 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.0517 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 აგვისტოდან შევა ძალაში.