ქართველ ქალთა საჭადრაკო კლუბმა "სამაიამ" ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტურში მესამე გამარჯვება მოიპოვა.
მათ სომხური "მიკა" 2.5:1.5 დაამარცხეს.
"სამაია" საკლუბო ჩემპიონატს რუსულ AVშ-თან ერთად ლიდერობს 6 ქულით.
ქართულ-სომხური დაპირისპირებისას ყაიმით სალომე მელიასა და ჰარიკას პარტია დასრულდა, რის შემდეგაც მაია ჩიბურდანიძემ ელინა დანიელიანს სძლია, ხოლო ნინო ხურციძემ ლილიტ მკრტჩიანს აჯობა. ბოლოს ლილიტ გალოიანისა და ბელა ხოტენაშვილის პარტია დასრულდა, რომელშიც თეთრებით მოთამაშე სომეხმა ქალბატონმა იმარჯვა, თუმცა, ამას საერთო შედეგზე გავლენა აღარ მოუხდენია.
მე-4 ტურში ქართველი ქალ მოჭადრაკეები AVS -ს შეხვდებიან. AVS -ს ღირსებას ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2551), უკრაინელები კატერინა ლაჰნო (2539) და მარია მუზიჩუკი (2464) და რუსები - ნატალია პოგონინა (2491) და ანასტასია სავინა (2404) იცავენ.
ევროპის საკლუბო პირველობა შვეიცარიული სისტემით 7 ტურად მიმდინარეობს და 23 ოქტომბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები