ოზურგეთში 73 წლის მამაკაცი დაჭრეს. ის სანადირო თოფით ფეხისა და ბარძაყის არეშია დაჭრილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ის ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.