აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ორი კვარტლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დოკუმენტი აჭარის უმაღლეს საბჭოს წარედგინა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ საკანონმდებლო ორგანოს კომისიებს საბიუჯეტო პარამეტრები წარუდგინა.
ჯაბა ფუტკარაძემ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ პროგრამების განხორციელების დეტალებზე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ორი კვარტლის⤵
?შემოსულობების გეგმა 146 252 300 ლარი, ფაქტიური შესრულება 136 409 500 ლარი.
?შემოსავლების გეგმა 141 452 300 ლარი, ფაქტიური შესრულება 134 808 800 ლარი.
?საშემოსავლო გადასახადის გეგმა 135 672 300 ლარი, ფაქტიური შესრულება 128 870 900 ლარი.