დღეს, 20 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახლად გახსნილ აუდიტორიაში ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ნორმან ჯუისონის ფილმის - "რუსები მოდიან" - ჩვენება გაიმართება.
კინოჩვენებაზე დასწრება თავისუფალია. მსურველებმა წინასწარი რეგისტარაცია უნდა გაიარონ.
ფილმი "რუსები მოდიან" სატირული კომედიაა სტერეოტიპების შესახებ. ფილმი ოთხ ოსკარზე იყო ნომინირებული.
ფილმში მონაწილეობენ ალან არკინი, ევა მარია სეინთი, კარლ რაინერი, ბრაიან კეითი.