დღეს, 20 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ინგლისელ თანატოლებს შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მესამე ჯგუფის მატჩები საქართველოში იმართება.
პირველ შეხვედრაში ქართველებმა პოლონელები დაამარცხეს 2:1, ინგლისმა კი შვედეთს 3:0 მოუგო.
პირველი ტურის შემდეგ საქართველო და ინგლისი ჯგუფში 3-3 ქულით ლიდერობენ, 0 ქულა აქვთ შვედეთსა და პოლონეთს.
მატჩი 15:00 საათზე ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. მეორე შეხვედრაში იმავე დროს მიხეილ მესხის სტადიონზე პოლონეთი შვედეთს შეხვდება.