სასურველია, ჩვენს ოპონენტებს, მინიმუმ საბიუჯეტო და კერძო პროექტების განსხვავება შეეძლოთ, ასე ეხმაურება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრაქცია "ქართული ოცნებიდან" ილია ვერძაძეოპოზიციონერ კოლეგას, აჭარის უმაღლეს საბჭოში ელგუჯა ბაგრატიონს. ბაგრატიონმა დღეს თქვა, რომ "ქობულეთში, ფიჭვნარში, ე.წ მწვანე ქალაქის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიარდი ლარი გამოიყო, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა".
ილია ვერძაძის თქმით კი "მწვანე ქალაქის" პროექტით აჭარაში უპრეცედენტო მასშტაბის ევროპული ინვესტიცია ხორციელდება და რომ "მწვანე ქალაქი“ არის კერძო ინვესტიცია და შესაბამისად არც ერთი ლარი ამ პროექტის განსახორციელაბლად ბიუჯეტიდან არ ყოფილა გამოყოფილი.
ვერძაძის განმარტებით, ოპონენტების არაკვალიფიციური განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს აღნიშნული ტერიტორია 1 ლარად გასხვისდა. ჩვენი ხელისუფლების დროს კი ეს ტერიტორია 6 მილიონ ლარად გაიყიდა, რომელშიც ნახევარი მილიარდის ინვესტიცია ხორციელდება. ეს პროექტი ჩვენი რეგიონის 4 სეზონურად გადაქცევაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
პროექტში გათვალისწინებულია 70%-მდე სარეკრეაციო ზონა. 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღე არ გაჩერებულა ამ პროექტზე მუშაობა. ეს არის კერძო კაპიტალი, ის იდება სახელმწიფოსა და ხალხის განვითარებისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის“ - განაცხადა ილია ვერძაძემ.
აღშანიშნავია, რომ „მწვანე ქალაქის“ პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და პანდემიის მიუხედავად დადგენილ ვადებში ხორციელდება. აჭარის ისტორიაში ეს პროექტი ყველაზე მასშტაბური და უპრეცედენტოა და სრულად ფინანსდება ევროპული კაპიტალით. უმსხვილესი ინვესტიცია აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გადაქცევას უზრუნველყოფს.
როგორც ცნობილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მწვანე ქალაქის მულტიფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი უკვე დაამტკიცა. განაშენიანების გეგმის თანახმად კომპლექისის ტერიტორიის 70%-ს რეკრეაციული ზონა დაიკავებს.