ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, მაშინ როცა მესტიაში მყოფი მოქალაქეები იძულებით კარანტინში გადაიყვანეს, სოზარ სუბარის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენება უსამართლო და გაუგებარია.
„მსგავს შემთხვევასთან გვქონდა საქმე ცოტა ხნის წინ როცა გაუმწვანებელი ქვეყნიდან შემოსულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა უბრალოდ ტესტი ჩაიტარა ხოლო გამწვანებული, ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან მომავალ საქართველოს მოქალაქეებს მთავრობა მაინც დისკრიმინაციული კარანტინის გავლას აიძულებს. ეს რეგულაცია იმდენად აბსურდულია რომ ჩვენი მოქალაქეების მიერ შეტანილ ამ უსამართლობის გაუქმების მოთხოვნით შეტანილი სარჩელების განხილვას სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს,“ განაცხადა კანდელაკმა.
„თუკი სოზარ სუბარს შეუძლია გაიკეთოს ტესტი, რატომ არ შეუძლიათ იმ მოქალაქეებს ვინც ასევე იმყოფებოდნენ მესტიაში. ან რატომ არ შეიძლება რომ ამ მოქალაქეებს ჩაუტარდეთ რეგულარული ტესტები და მათ მიმართ იყოს იგივე მიდგომა რაც ბიზნეს ვიზიტორების მიმართ რომლებიც თავსდებიან 24 საათიან კარანტინში ტესტის პასუხამდე?“ დასძინა მან.