ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფსიქიატრიული საავადმყოფოს არარსებობის პრობლემა მალე გადაწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
კერძოდ, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი ოთარ გასიევი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსი სადაც ადრე ნევროლოგიური განყოფილება იყო განთავსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოდ გადაკეთდება.
მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოებისათვის უკვე მომზადებულია დოკუმენტაცია 3 მილიონ 900 ათას რუსულ რუბლზე.
"ფსიქიატრიული საავადმყოფოს ახალ შენობაში ძველი საავადმყოფოს კოლექტივი განთავსდება. ძველი შენობა 2008 წლის აგვისტოში დაიწვა", _ აცხადებს გასიევი.