ქართულმა საჭადრაკო კლუბმა "სამაიამ" ბულგარეთში მიმდინარე ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა.
ქართულმა საჭადრაკო კლუბმა "სამაიამ" ბულგარეთში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტი "მონტე კარლო" 2.5:1.5 დაამარცხა.
ამ გამარჯვების წყალობით ქართველი ქალ-მოჭადრაკეები ორ ტურში მოპოვებული ორი გამარჯვებით ლიდერებში იმყოფებიან.
პირველ ნომრად განთესილ მეტოქესთან დაპირისპირებაში, საყაიმო ანგარიშით ერთადერთი პარტია დასრულდა - მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე ინდოელ ჰუმპი კონერუს მალევე დაუზავდა. მიჯრით მეორე შეხვედრა წააგო ლელა ჯავახიშვილმა. მას ჩინელმა იიფან ჰოუმ სძლია. სალომე მელიამა და ნინო ხურციძემ შესაბამისად, სლოვენიელი ანა მუზიჩუკი და შვედი პია კრამლინგი დაამარცხეს და მონაკოელებს პირველი მარცხი აგემეს.
ამ წარმატების წყალობით, ქართულმა კლუბმა 4 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატზე სომხური "მიკასთან", რუსულ გიპრორეჩტრანსთანა" და AVS-თან ერთად ლიდერობს.
მესამე ტურში ცენტრალური "სამაიასა" და "მიკას" დაპირისპირება იქნება. ცნობისთვის, სომხური გუნდის ღირსებას ელინა დანიელიანი (2466), ლილიტ მკრტჩიანი (2484), ლილიტ გალოიანი (2373) და ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2515) იცავენ.