თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში არსებული მასალის კლონირება და დეშიფრაცია დასრულებულია, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ რამიშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფება.
როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში არსებული მასალის კლონირება და დეშიფრაცია დასრულებულია.
მისი თქმით, აღნიშნული მასალების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, რა ინფორმაცია ინახებოდა გარდაცვლილის პერსონალურ კომპიუტერში.
„კლონირება დასრულებულია, დეშიფრაცია მიმდინარეობდა და, როგორც ჩანს, ესეც დასრულდა. ახლა ექსპერტებთან ერთად გავივლით და ყველაფერი გვეცოდინება – იყო შეღწევის მცდელობა, თუ არა, რა ინფორმაცია ინახებოდა, რა ფაილებია. ბაჩალიაშილის ავტომობილზეც იქნება საუბარი", - განაცხადა ადვოკატმა.