საქართველოს 17-წლამდე საფეხბურთო ნაკრებმა პოლონელი თანატოლების გუნდი 2:1 დაამარცხა.
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში ენდელაძემ გახსნა მე-12 წუთზე. მე-16 წუთზე ურუგამ პენალტით გაათანაბრა, გადამწყვეტი გოლი კი მე-18 წუთზე არაბულმა გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ჯგუფში, რომლის შეხვედრებიც თბილისში ტარდება, საქართველოს ერთი თამაშიდან ერთი გამარჯვება აქვს და 3 ქულით ინგლისთან ერთად ლიდერობს ჯგუფს. ინგლისელებმა მიხეილ მესხის სტადიონზე შვედები ანგარიშით 3:0 გაანადგურეს.
შემდეგი ტური 20 ოქტომბერს გაიმართება. საქართველო ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო შვედეთი - პოლონეთს.