23 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0653 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0592 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.61 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.5518 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5404 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.14 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4476 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.8994 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 24 ივლისიდან შევა ძალაში.