გორში დაჭრილი ორივე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი გორის სამხედრო ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაშ იმყოფებიან.
"გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში 17:35 საათზე შემოიყვანეს შუახნის ორი მამაკაცი. ერთ მათგანს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, დაუყონებლივ გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე. კვლევებისა და ოპერაციული ჩარევის შემდეგ, მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა მძიმეა და საყურადღებო. მეორე მამაკაცს აღენიშნებოდა მუხლის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება, ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობაც მძიმეა", - აცხადებს "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას სამხედრო ჰოსპიტლის მორიგე ექიმი-რეანიმატოლოგი მაია თოფჩიშვილი.