რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი გახდა.
მოძრაობის პირველი ნაკადი 2017 წელს დამტკიცდა, რომელშიც რუსი და აფხაზი მსახიობები, რეჟისორები და საზოგადობისთვის ცნობილი სახეები შედიოდნენ.
"უკვე ამ წელს, როგორც აფხაზეთის მეგობარი, გავმართავ საქველმოქმედო კონცერტს, რომლის მიზანიც მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებაა",- განაცხადა ბასკოვმა.
აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების ახალ შემადგენლობაში სულ 20 ადამიანია: 10 აფხაზური მხარიდან, ხოლო ათი რუსეთიდან.