ქართველ ქალთა საჭადრაკო კლუბმა "სამაიამ" ბულგარეთში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე საკლუბო ჩემპიონატზე ქალთა საჭადრაკო კლუბმა "სამაიამ" პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა.
მათ ბულგარული კლუბი "ლომოტივ 2000" 2,5:1,5 დაამარცხეს. პირველ დაფაზე ლელა ჯავახიშვილი შავი ფიგურებით ადრიანა ნიკოლოვოსთან დამარცხდა, ნინო ხურციძე დარენა სირკოვას დაუზავდა, მდგომარეობა სალომე მელიამა და ბელა ხოტენაშვილმა გამოასწორეს, რომლებმაც შესაბამისად ივა ვიდენოვსა და მარია იანევას სძლიეს.
ტურნირზე მე-4 ნომრად განთესილ "სამაიას" ღირსებას, გარდა ხსენებული ოთხეულისა, მსსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძეც იცავს. გუნდი კაპიტანი კი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძეა.
მე-2 ტურში "სამაიას" მეტოქე პირველი რეიტინგის მქონე მონტე-კარლოს გუნდი იქნება, რომლის ღირსებასაც ინდოელი ჰუმპი კონერუ (2593), ჩინელი იიფან ჰოუ (2578), სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2535), შვედი პია კრამლინგი (2509) და ფრანგი ალმირა სკრიპჩენკო იცავენ. "მონაკოელებმა"
პირველ ტურში გერმანული "ჰალე" 4:0 გაანადგურეს.
ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად მიმდინარეობს, ქალთა ტურნირში კი სულ 14 კლუბი თამაშობს. შეგახსენებთ, რომ "სამაია", სულ რაღაც ერთი წლის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით დაარსდა და შარშან, მაკედონიაში გამართულ ანალოგიურ ტურნირში, მესამე ადგილი დაიკავა.