გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამების აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ რაიანი.
მისი თქმით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა დაკავშირებულია ინფიცირების მაჩვენებლის ყოველდღიური მკვეთრი მატებით.
"მე არ ვფიქრობ, რომ გასაკვირი უნდა იყოს, თუ სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება. ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ შეიძლება ეს მოხდეს", - განაცხადა რიანმა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 11 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 540 062 ადამიანი, ხოლო 6 349 542 გამოჯანმრთელდა.