რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მოსკოვისთვის ცნობილია, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებში ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს.
ამის შესახებ პუტინმა კრემლში აშშ-ის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, მხარეებს ტერიტორიული საკითხების მიმართ განსხვავებული ხედვები აქვთ, ხოლო ე.წ. ნაცრისფერი ზონები მათ შორის უთანხმოების საგნად დარჩება.
„რაც შეეხება მშვიდობის ხანგრძლივობას, მის ურყეობასა და საიმედოობას, ჩვენც გვსურს, რომ ეს მარადიული მშვიდობა იყოს. ვიცით, რომ ორივე მხარეს ტერიტორიული საკითხები განსხვავებულად ესმის. ასევე ვიცით, რომ უკრაინული მხარე ე.წ. ნაცრისფერი ზონების საკითხს აყენებს. როგორც უკვე ვთქვი, ეს ყოველთვის უთანხმოების საგანი იქნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.