ინგლისის საფეხბურთო კლუბი "ლივერპული"'ამერიკულმა კომპანია New England Sports Ventures - მა შეიძინა.
"ლივერპულის" ძველ მფლობელებს - ტომ ჰიქსსა და ჯორჯ ჯილეტს ინგლისური კლუბის სახელზე შოტლანდიური ბანკისგან, RBS-ისგან კრედიტი ჰქონდათ აღებული. მისი გადახდის საბოლოო ვადა 15 ოქტომბერი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკელ ბიზნესმენებს კლუბი ჩამოერთმეოდათ.
მათ განსაღვრულ დროში ფული არ გადაიხადეს. მათ სასამართლოშიც კი იჩივლეს, გუნდს უსამართლოდ გვართმევენო.
"ლივერპულის" ახალი მფლობელი კომპანია NESV გახდა, რომლის მეპატრონეც ჯონ ჰენრია
"მერსისაიდელთა" ახალმა მეპატრონემ უკვე დაიწყო ბანკისთვის 300 მილიონ ფუნტიანი კრედიტის დაფარვა, რის შემდეგაც კლუბის ყოველწლიური საბანკო შესატანი 25-30 მილიონიდან 2-3 მილიონამდე შემცირდება.
მას ეკუთვნის ბეისბოლისტთა გუნდი "ბოსტონ რედ სოქსი" და აღნიშნული კლუბის საშინაო არენა. ამავე კომპანიის მფლობელობაშია ტელეკომპანია Nეწ Eნგლანდ შპორტს Vენტურეს-ის აქციათა 80 პროცენტი, აგრეთვე სარბოლო სერია NAშჩAღ-ში მოასპარეზე საავტომობილო საჯინიბოს, ღოუსჰ Fენწაყ ღაცინგ-ის 50 პროცენტი.
ბოლოს დავამატებთ, რომ "ლივერპულის" საკითხი გუშინ რომ არ გადაწყვეტილიყო, პრემიერლიგის ხელმძღვანელობა მას 9 ქულას ჩამოაკლებდა. არადა, "მერსისაიდელები" უამისოდაც არასახარბიელო მდგომარეობაში არიან - 8 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება.